"იმდენი მეძახეს "დედალი შრეკი", სანამ არ გავბოროტდი. კიდევ გამაკრიტიკეთ ხოლმე" - რას წერს ნინი შერმადინი?
მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. მომღერალი ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღებად ბარიატრიული ოპერაცია არ გაუკეთებია - სასურველი წონა სწორი კვების დამსახურებაა.
"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ. ხო, ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა.
(სწორად რომ ვაკეთებდე, ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა) იმდენი მეძახეს დედალი შრეკი, სანამ არ გავბოროტდი. კიდევ გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს.
სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.
ხოდა გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ. დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორე შეუძლებელი არაფერია." - წერს ნინი შერმადინი.