"9 თვეში საქართველოში 4480 ავტოავარია მოხდა, დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 ადამიანი" - მძიმე სტატისტიკა - კვირის პალიტრა

"9 თვეში საქართველოში 4480 ავტოავარია მოხდა, დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 ადამიანი" - მძიმე სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ალკოჰოლური თრობის გამო 326 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 218 შემთხვევით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზრდილია ავარიების ზოგადი სტატისტიკური მონაცემებიც.

კერძოდ, პირველი სამი კვარტლის ჯამით, საქართველოში 4480 ავტოავარია მოხდა, დაიღუპა 345 და დაშავდა 6041 ადამიანი.

განაგრძე კითხვა