აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრენიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.