"სა­წყალ­მა ალ­ბათ იფიქ­რა, ბიჭი გა­მიჩ­ნდა, რაღა მი­ჭირ­სო და იმე­დი და­მარ­ქვა, 10 წელი სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მერე მა­მი­დამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა" - რას ჰყვება ბავშვობაზე და მშობლებზე იმედა კახიანი? - კვირის პალიტრა

"სა­წყალ­მა ალ­ბათ იფიქ­რა, ბიჭი გა­მიჩ­ნდა, რაღა მი­ჭირ­სო და იმე­დი და­მარ­ქვა, 10 წელი სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მერე მა­მი­დამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა" - რას ჰყვება ბავშვობაზე და მშობლებზე იმედა კახიანი?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს:

თინა:

- ბა­ტო­ნო იმე­და, მო­გე­სალ­მე­ბით. და­ი­ბა­დეთ სო­ფელ ეწერ­ში, სკო­ლა თბი­ლის­ში და­ამ­თავ­რეთ. დე­და­ქა­ლაქ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მა­მა­ჩე­მი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში რა­ღაც უბ­რა­ლო საქ­მე­ზე ციმ­ბირ­ში გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ და რო­გორც მიყ­ვე­ბო­და, 7 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქა­ლა­ქის ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მხო­ლოდ სო­ფელ­ში. ამი­ტომ მა­მი­სე­ულ სახ­ლში წა­სუ­ლა და იქ შე­ურ­თავს ცოლი. პირ­ვე­ლი მე გავჩნდი, სა­წყალ­მა ალ­ბათ იფიქ­რა, ბიჭი გა­მიჩ­ნდა, რაღა მი­ჭირ­სო და იმე­დი და­მარ­ქვა. რა­ნა­ი­რად გა­მო­ვი­და იმე­დი, არ ვიცი, მაგ­რამ მა­მა­ჩემს ჰქონ­და ამის იმე­დი და და­მარ­ქვა იმე­და.

10 წელი სო­ფელ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. მერე მა­მი­დამ თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი იყო. ბან­კში მუ­შა­ობ­და. სა­უ­ბე­დუ­როდ, არც ქმა­რი ჰყავ­და და არც შვი­ლი. მოკ­ლედ, მე და მა­მი­და ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში მხო­ლოდ სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, რად­გან აქ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. მე ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის იქ­ნე­ბო­და სკო­ლა­ში არ­და­დე­გე­ბი, სო­ფელ­ში ორი უმ­ცრო­სი ძმა მყავ­და, რომ მათ­თან დრო­უ­ლად გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და ყვე­ლა­ნი ერ­თად მე­ნა­ხა.

მე და მა­მი­და პლე­ხა­ნოვ­ზე ვცხოვ­რობ­დით. მორ­წმუ­ნე ქალი იყო და მახ­სოვს, ყო­ველ კვი­რა დღეს, დამ­ბან­და, გა­მა­ლა­მა­ზებ­და, ჩა­მაც­მევ­და და ეკ­ლე­სი­ა­ში მივ­ყავ­დი. ახლა რომ ვფიქ­რობ, ვინ­მეს რომ და­ეს­მი­ნა, ალ­ბათ სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც გაგ­დებ­დნენ და და­ი­ჭერ­დნენ, რად­გან პი­ო­ნე­რის ყო­ველ კვი­რა დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში ტა­რე­ბა და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბო­და... ასე კარ­გად ვი­ყა­ვით მე და მა­მი­და, მაგ­რამ 12 წლის რომ გავ­ხდი, ყო­ველ­გვა­რი ავად­მყო­ფო­ბის გა­რე­შე უცებ გარ­და­იც­ვა­ლა. დავ­რჩი მარ­ტო, ნა­თე­სა­ვე­ბი კი მყავ­და თბი­ლის­ში, მაგ­რამ ჩემ­თან ისი­ნი ხომ ვერ იცხოვ­რებ­დნენ?! ბინა, სა­დაც მე და მა­მი­და ვი­ყა­ვით, მის სა­ხელ­ზე იყო. მა­შინ ასე­თი ბი­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­სი იყო. მთა­ვა­რი დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 12 წლის ბავ­შვს ბი­ნას ვინ მომ­ცემ­და?!. ამი­ტომ ჩე­მებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნეს სარ­ჩე­ლი და მი­დი­ო­და მსჯე­ლო­ბა, ამ ბი­ნას ჩა­მო­მარ­თმევ­დნენ თუ იქი­დან გა­მა­სახ­ლებ­დნენ. უნდა გე­ნა­ხათ მე­ზობ­ლე­ბი, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი რო­გორ და­მიდ­გნენ გვერ­დში და სა­სა­მარ­თლო­ზე რო­გორ თქვეს - ამ ბი­ჭის აღ­ზრდა­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბას ჩვენ ვი­ღებთ, ოღონდ, აქე­დან ნუ გა­ა­სახ­ლებ­თო. და­მი­ტო­ვეს ბინა, გა­ფორმ­და ჩემს სა­ხელ­ზე და პლე­ხა­ნოვ­ზე, დღე­ვან­დელ აღ­მა­შე­ნებ­ლის 34 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დი. ვრცლად