BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის - რას ედავებოდა გამოცემას აშშ-ის პრეზიდენტი?
BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის, - ამის შესახებ BBC-ის ხელმძღვანელმა, სამირ შაჰმა განაცხადა.
მისი თქმით, BBC-ი აღიარებს, რომ დონალდ ტრამპის „სიტყვით გამოსვლის რედაქტირებამ შეცდომაში შემყვანი შთაბეჭდილება შექმნა“.
„დავასკვენით, რომ სიტყვით გამოსვლის რედაქტირება მართლაც ქმნიდა ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირი მოწოდების შთაბეჭდილებას. BBC-ის დაშვებული შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა სურს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სამაუწყებლო კორპორაციას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. ვრცლად