"კაცი, რომელსაც პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო, 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს ყოფილ ცოლს და 11 ჭრილობა მიაყენა დანით" - ნინია კაკაბაძე - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელსაც პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო, 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს ყოფილ ცოლს და 11 ჭრილობა მიაყენა დანით" - ნინია კაკაბაძე

"ვინმე დავით ზურაბაშვილი, რომელსაც 3.5 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო, 1 წლისა და 4 თვის შემდეგ, ამ წლის 15 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, 31 ოქტომბერს ის ისევ დაესხა თავს მის ყოფილ ცოლს და 11 ჭრილობა მიაყენა დანით", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ქალი დღემდე საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.ეს მოხდა დღისით მზისით ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. 10 დღე გავიდა და მოძალადე ჯერ ისევ არ არის დაკავებული, რადგან პოლიციას არ სცალია, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დასდევს და აპატიმრებს პირბადეების ტარების თუ ქუჩის გადაკეტვის გამო. ციხეები სავსეა პოლიტპატიმრებით, კრიმინალები დარბიან ქუჩებში და ადამიანებს ჩეხავენ!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქმეს მიხედეთ და მორჩით ენაგადმოგდებული ძაღლებივით ძუნძულს აქციის მონაწილეებთან ერთად", - წერს კაკაბაძე.