"ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ხაჟომია - კვირის პალიტრა

"ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ხაჟომია

ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ხა­ჟო­მი­ამ, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს ებ­რძვის, მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი და­ას­რუ­ლა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის 12 რა­უნ­დის შემ­დეგ, ნინო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის და­წყე­ბას აცხა­დებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას უზი­ა­რებს, რომ ამ უჩ­ვე­უ­ლო და, ამა­ვე დროს, შთა­მა­გო­ნე­ბელ გზას ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მენ­ტო­რო­ბით გა­ივ­ლის

ის თა­ვის ემო­ცი­ურ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს იმ მძი­მე ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ კვალ­ზე, რო­მე­ლიც კი­ბოს­თან ბრძო­ლამ და მკურ­ნა­ლო­ბამ და­ტო­ვა.

"ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კი­ბოს მერე დავ­რჩი. 12 რა­უნ­დის ქი­მი­ის შემ­დეგ დავ­რჩი ასე - უთმო, უწარ­ბო, უწამ­წა­მო, ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად წაქ­ცე­უ­ლი. დღეს არის ჩემი ბოლო ქი­მია. დღე­ი­დან იწყე­ბა აღ­დგე­ნის ფაზა. ამ გზას მე გა­ვივ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მენ­ტო­რო­ბით. ჰოდა, თუ თქვენც ამ გზას გა­დი­ხართ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მომ­ყე­ვით ჩემს "ტიკ-ტოკ“ არხზე და ვნა­ხოთ, რას შეძ­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და რამ­დე­ნად სწრა­ფად, ხა­რის­ხი­ა­ნად აღგ­ვად­გენს“, - ამ­ბობს ნინო. გააგრძელეთ