"ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ნინო ხაჟომია
ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე სენს ებრძვის, მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი დაასრულა. ქიმიოთერაპიის 12 რაუნდის შემდეგ, ნინო რეაბილიტაციის კურსის დაწყებას აცხადებს და საზოგადოებას უზიარებს, რომ ამ უჩვეულო და, ამავე დროს, შთამაგონებელ გზას ხელოვნური ინტელექტის მენტორობით გაივლის
ის თავის ემოციურ ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, გულახდილად საუბრობს იმ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კვალზე, რომელიც კიბოსთან ბრძოლამ და მკურნალობამ დატოვა.
"ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი. 12 რაუნდის ქიმიის შემდეგ დავრჩი ასე - უთმო, უწარბო, უწამწამო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წაქცეული. დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია. დღეიდან იწყება აღდგენის ფაზა. ამ გზას მე გავივლი ხელოვნური ინტელექტის მენტორობით. ჰოდა, თუ თქვენც ამ გზას გადიხართ, მაშინ აუცილებლად გამომყევით ჩემს "ტიკ-ტოკ“ არხზე და ვნახოთ, რას შეძლებს ხელოვნური ინტელექტი და რამდენად სწრაფად, ხარისხიანად აღგვადგენს“, - ამბობს ნინო. გააგრძელეთ