საქართველოს საზღვართან თურქული C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა - ის განჯიდან აფრინდა და ვარდნა 8 კილომეტრის სიმაღლიდან დაიწყო - კვირის პალიტრა

საქართველოს საზღვართან თურქული C-130 „ჰერკულესი“ ჩამოვარდა - ის განჯიდან აფრინდა და ვარდნა 8 კილომეტრის სიმაღლიდან დაიწყო

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“.

ის აზერბაიჯანის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც დაბლა ვარდნა დაიწყო, რისი ვიდეოკადრებიც ვრცელდება...

ჩვენ ვარკვევთ დამატებით ინფორმაციას ამ საჰაერო კატასტროფის შესახებ ( ასეთი სიმაღლიდან და ამ სახით ვარდნის შედეგად, სამწუხაროდ მსხვერპლი იქნება) და უახლოესს საათებში უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით...