"როდესაც ჩემი ძმის ბიოლოგიურ დედას ვესაუბრე, პირველად გავბრაზდი მამაჩემზე..." - რას ჰყვება ნანუკა გულუა? - კვირის პალიტრა

"როდესაც ჩემი ძმის ბიოლოგიურ დედას ვესაუბრე, პირველად გავბრაზდი მამაჩემზე..." - რას ჰყვება ნანუკა გულუა?

მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა გუ­ლუა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის პოდ­კას­ტში "ვე­ძებ“გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე და მნიშ­ვნე­ლო­ვან ძი­ე­ბა­ზე - ბი­ო­ლო­გი­უ­რი ძმის პოვ­ნა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­უ­ბა­რი იმით და­ი­წყო, რომ თამუ­ნა მუ­სე­რი­ძე­სა და ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას ერ­თმა­ნე­თი დები ეგო­ნათ, რად­გან სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ მათ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ამ­სგავ­სებ­დნენ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და, გა­ირ­კვა, რომ ნა­ნუ­კა რე­ა­ლუ­რად ეძებს ძმას, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხე­ბაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­და

ოჯა­ხის ის­ტო­რია: მშობ­ლე­ბის ფა­რუ­ლი ძი­ე­ბა

ნა­ნუ­კა გუ­ლუა აღ­ნიშ­ნავს, რომ ძმის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოჯახ­ში ყო­ველ­თვის იყო:

"ვი­ცო­დი, რომ სა­დღაც მყავ­და ძმა. დე­დამ ეს და­ზუს­ტე­ბით იცო­და, რომ მის მე­უღ­ლეს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ჰყავ­და შვი­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეძებ­და მას. მა­მაც ცალ­კე ეძებ­და და ახლა მე გა­ვაგ­რძე­ლე მათი გზა. მამა ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი იყო და სულ დარ­დობ­და, ეძებ­და შვილს. სულ ჰქონ­და გულ­ში, სად იყო მისი შვი­ლი, რომ ეპო­ვა და დახ­მა­რე­ბო­და.“ გააგრძელეთ კითხვა