"სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს" - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავიაკატასტროფაზე
აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"