"სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს" - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავიაკატასტროფაზე - კვირის პალიტრა

"სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს" - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავიაკატასტროფაზე

აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი C130 ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"