"ჩემს დას 11 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ფილ­ტვი ჰქონ­და გა­ხე­უ­ლი, მძი­მე­დაა... არ ვასაჯაროებთ კლინიკას, გვეშინია, რომ ისევ თავს დაესხმება" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის და? - კვირის პალიტრა

"ჩემს დას 11 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ფილ­ტვი ჰქონ­და გა­ხე­უ­ლი, მძი­მე­დაა... არ ვასაჯაროებთ კლინიკას, გვეშინია, რომ ისევ თავს დაესხმება" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის და?

31 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 30 წლის და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა ყო­ფილ ცოლს 11 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რილ ქალს კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა.

ambbei.ge-ს შსს-ს უთხრეს, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა, 19-109-ე (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) და 151-ე პრი­მა (ადევ­ნე­ბა, უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

მომ­ხდარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის და:

"ჩემს დას 11 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ფილ­ტვი ჰქონ­და და­ხე­უ­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით მძი­მე­დაა, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა ნელა-ნელა სტა­ბი­ლურ­დე­ბა. არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არც კლი­ნი­კის მი­სა­მართს, გვე­ში­ნია, ჩემს დას ისევ თავს არ და­ეს­ხას. რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ასე? ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, ად­რეც ძა­ლა­დობ­და დათო ჩემს დაზე, თუმ­ცა არ და­უჭ­რია. ერ­თად როცა იყ­ვნენ და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც ძა­ლა­დობ­და, ემუქ­რე­ბო­და მუდ­მი­ვად... მო­ძა­ლა­დეა, ძი­რი­თა­დად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო მი­ზე­ზი.

წაიკითხეთ სრულად