"ჩემს დას 11 ჭრილობა აქვს მიყენებული, ფილტვი ჰქონდა გახეული, მძიმედაა... არ ვასაჯაროებთ კლინიკას, გვეშინია, რომ ისევ თავს დაესხმება" - რას ჰყვება ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის და?
31 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 30 წლის დავით ზურაბაშვილმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილ ქალს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ambbei.ge-ს შსს-ს უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება, 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 151-ე პრიმა (ადევნება, უკანონო თვალთვალი) მუხლებით დაიწყო.
დავით ზურაბაშვილი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მომხდარზე გვესაუბრება დაზარალებული ქალის და:
"ჩემს დას 11 ჭრილობა აქვს მიყენებული, ფილტვი ჰქონდა დახეული, ჯერჯერობით მძიმედაა, მაგრამ მდგომარეობა ნელა-ნელა სტაბილურდება. არ ვასაჯაროებთ ინფორმაციას, არც კლინიკის მისამართს, გვეშინია, ჩემს დას ისევ თავს არ დაესხას. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ეს პირველი შემთხვევა არაა, ადრეც ძალადობდა დათო ჩემს დაზე, თუმცა არ დაუჭრია. ერთად როცა იყვნენ და განქორწინების შემდეგაც ძალადობდა, ემუქრებოდა მუდმივად... მოძალადეა, ძირითადად ეჭვიანობა იყო მიზეზი.