ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის

ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის ინგა გრიგოლია გლდანის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ გრიგოლია "ფესიბუქის"   გვერდზე წერს.

"ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, "ქრისტიან-დემოკრატები" გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა  გრიგოლია.