"საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება საძიებო-სამაშველო ოპერაციებს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.

ღმერთს ვთხოვ, შეინდობა მისცეს ჩვენს დაღუპულებს, მოთმინება მათ ოჯახებსა და ახლობლებს,” - წერს ფიდანი.

IPN