"საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით"
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება საძიებო-სამაშველო ოპერაციებს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.
ღმერთს ვთხოვ, შეინდობა მისცეს ჩვენს დაღუპულებს, მოთმინება მათ ოჯახებსა და ახლობლებს,” - წერს ფიდანი.
IPN