სასამართლომ "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელ ალექსანდრე ცაგარელს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - კვირის პალიტრა

სასამართლომ "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელ ალექსანდრე ცაგარელს 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გუშინ კონცერტის დასრულების შემდეგ "ლაბორატორია 1918"-ის წევრი, 21 წლის ალექსანდრე ცაგარელი დააკავეს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ლაბორატორია 1918"-ის წევრებმა განუცხადეს.

თვითმხილველების თქმით, ცაგარელის დაკავებაში სპეცრაზმის სამი მანქანა მონაწილეობდა. მათივე განმარტებით, ცაგარელი აჩერებდა ტაქსს, როდესაც მოხდა მისი აყვანა.

დღეს დილით გაირკვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სტუდენტური გაერთიანება "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენელ ალექსანდრე ცაგარელს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ცაგარელმა უკვე დატოვა საქალაქო სასამართლო. "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლები მას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ელოდებოდნენ.