ჭონაზე დარიგებული 100-ლარიანები, ტენდერების სკანდალი... - რა არის ცნობილი ხაშურელ მილიონერ ბიზნესმენზე, რომელიც დააკავეს - კვირის პალიტრა

ჭონაზე დარიგებული 100-ლარიანები, ტენდერების სკანდალი... - რა არის ცნობილი ხაშურელ მილიონერ ბიზნესმენზე, რომელიც დააკავეს

ბიზ­ნეს­მე­ნი, ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, ლე­ვან გამ­რე­კე­ლი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს. სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

გამ­რე­კე­ლი 2021-2025 წლის მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", 2025 წელს კი სი­ა­ში აღარ შე­იყ­ვა­ნეს. რა არის ცნო­ბი­ლი ლე­ვან გამ­რე­კელ­ზე და რა ქო­ნე­ბას ფლობს?

2006-2010 წლებ­ში საქ­ნავ­თობ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ა­ში სამ­შე­ნებ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო2010-2014 წლებ­ში - საქ­ნავ­თობ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ა­ში სამ­შე­ნებ­ლო სამ­მარ­თვე­ლოს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე2017-2021 წლებ­ში - ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი2021 წე­ლი­დან - ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ოსი­ა­უ­რის-ხცი­სის-წრო­მის და ხა­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში. 3 წლის წინ "ხა­შუ­რე­ლი ოლი­გარ­ქე­ბის" შე­სა­ხებ სტა­ტია qartli.ge -მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­და­ნაც გა­ვი­გეთ, რომ ხა­შურს, სულ ცოტა, სამი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყო­ლია, მათ შო­რის არის ლე­ვან გამ­რე­კე­ლი.

qartli.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, 2023 წელს ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ლე­ვან გამ­რე­კე­ლის წლი­ურ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 3.7 მლნ ლარს მი­აღ­წია.

"დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ლე­ვან გამ­რე­კელს შე­მო­სავ­ლის სამი წყა­რო აქვს. ესე­ნია კომ­პა­ნი­ე­ბი "თა-თა"; "ლე-გა" და "ლდბჯ". გარ­და კომ­პა­ნი­ე­ბი­სა, ლე­ვან გამ­რე­კე­ლი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია რო­გორც ინდმე­წარ­მე.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით­ვე, ლე­ვან გამ­რე­კელ­მა მი­ი­ღო: 3 მლნ ლარი - რო­გორც ინდმე­წარ­მემ.0,5 მლნ ლარი - შპს "ლე-გა­დან"0,17 მლნ ლარი - შპს "თა-თა­დან"0,1 მლნ ლარი - შპს "ლდბჯ-დან" 3.7 მლნ ლა­რი­დან ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში გა­ხარ­ჯა 400 000 ლარი.

ეს ის რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა, რო­მე­ლიც ლე­ვან გამ­რე­კელ­მა ერ­თდრო­უ­ლად 2021-22 წლებ­ში მი­ი­ღო. ის შე­მო­სავ­ლებს იღებ­და რო­გორც ფერ­მი­დან, ასე­ვე ჯარ­თის ბიზ­ნე­სი­დან. მას უკავ­შირ­დე­ბა ასე­ვე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა ქვა-ხრე­შის სა­ხით.

რამ­დე­ნად ახერ­ხებს საკ­რე­ბუ­ლოს ვიცე-თავ­მჯდო­მა­რე მუ­შა­ო­ბას თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში, ამას იმ ან­გა­რი­ში­დან ვი­გებთ, რო­მე­ლიც მან 2024 წელს შე­ავ­სო და ეხე­ბა 2023 წლის პე­რი­ოდს. სწო­რედ 2023 წელს მი­ი­ღო მან ბიზ­ნე­სი­დან 3.7 მლნ ლარი" - ეწე­რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც qartli.ge ავ­რცე­ლებ­და.

გააგრძელეთ კითხვა