თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს.

ამასთან, როგორც The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.

„ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იასარ გულერმა.


ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელე
"ინტერპრესნიუსი"