20 ოჯახის ტრაგედია: გამწარებული მშობლები, დაქვრივებული ქალები, დაობლებული ბავშვები - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ახლობლებზე? - კვირის პალიტრა

20 ოჯახის ტრაგედია: გამწარებული მშობლები, დაქვრივებული ქალები, დაობლებული ბავშვები - რას წერს თურქული მედია ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ახლობლებზე?

11 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან, კერ­ძოდ, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტრში, ჩა­მო­ვარ­და თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი ოთხძ­რა­ვი­ა­ნი თვითმფრი­ნა­ვი C-130 "ჰერ­კუ­ლე­სი".

თურ­ქე­თის ეროვ­ნულ­მა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ უმ­ძი­მეს­მა ტრა­გე­დი­ამ 20 თურ­ქი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ღუ­პულ­თა სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რე­კორ­დულ დრო­ში მი­ი­ტა­ნეს ოჯა­ხე­ბამ­დე, რა­საც თურ­ქე­თის სხვა­დას­ხვა პრო­ვინ­ცი­ა­ში ცრემ­ლი­სა და ტკი­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი სცე­ნე­ბი მოჰ­ყვა - ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო გლო­ვაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

სამ­ძი­მა­რი, რო­მელ­მაც მთე­ლი თურ­ქე­თი აა­ტი­რაყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი და გულ­ში ჩამ­წვდო­მი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უს­ვამს ხაზს, ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტის, ემ­რაჰ ქუ­რა­ნის მა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. მუღ­ლას პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ მი­ლას­ში მცხოვ­რებ ოს­მან ქუ­რანს შვი­ლის და­ღუპ­ვა სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით ამ­ცნო: "ოს­მან ბი­ძია, შენ უკვე გმი­რის მამა ხარ, ჩვე­ნი გული კი სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით არის სავ­სე!"

37 წლის ემ­რაჰ ქუ­რა­ნი, რო­მელ­საც 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, ამ ტრა­გე­დი­ის ერთ-ერთი მსხვერ­პლია. მისი მშობ­ლე­ბის სახ­ლთან, ეკი­ნან­ბა­რის უბან­ში, თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი დრო­შა აღი­მარ­თა და სამ­გლო­ვი­ა­რო კა­რა­ვი გა­ი­შა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი, მათ შო­რის მუღ­ლა­სა და მი­ლა­სის მე­რე­ბი, ოჯახს პი­რა­დად ეს­ტუმრნენ სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად.

სამ­ძი­მა­რი თურ­ქე­თის სხვადსახ­ვა პრო­ვინ­ცი­ა­ში: და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის სრუ­ლი სია და დე­ტა­ლე­ბისა­ქარ­თვე­ლოს-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ჩა­მო­ვარ­დნი­ლი სამ­ხედ­რო-სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მყო­ფი 20-ვე სამ­ხედ­როს შე­სა­ხებ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი თურ­ქე­თის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რებ მათ ოჯა­ხებს ეც­ნო­ბა.

პი­ლო­ტი, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გოქ­ჰან ქორ­ქმა­ზი: მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი სტამ­ბო­ლის ბი­უ­ი­უქჩექ­მე­ჯეს რა­ი­ონ­ში მყოფ ოჯახს ეც­ნო­ბა.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი ბერ­ქაი ქა­რა­ქა (28 წლის): მისი ოჯა­ხი ქირქლა­რე­ლის პრო­ვინ­ცი­ის ლუ­ლე­ბურ­გა­ზის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. და­ღუ­პუ­ლის მამა, ნე­დიმ ქა­რა­ქა, პენ­სი­ა­ზე გა­სუ­ლი სერ­ჟან­ტია.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სი მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი ნური ოზჯა­ნი (54 წლის): მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი ქა­რა­ბუ­ქის პრო­ვინ­ცი­ა­ში მყოფ მშობ­ლებს, შა­ზი­ე­სა და მეჰ­მედ ოზჯა­ნებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აც­ნო­ბეს. ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო და ჰყავ­და 2 შვი­ლი.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი ილ­ქერ აი­ქუთი: მისი ოჯა­ხი თე­ქირ­და­ღის პრო­ვინ­ცი­ის მუ­რათ­ლის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს. მა­მამ, უნალ აი­ქუთ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ შვილს და­ვა­ლე­ბა­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე, ერთი დღით ადრე ესა­უბ­რა.

ქა­ი­სე­რის სამი გმი­რი: ქა­ლაქ ქა­ი­სე­რი­ში სამი სამ­ხედ­როს ოჯა­ხი იღებს სამ­ძი­მარს.

ავი­ა­ცი­ის პი­ლო­ტი, მა­ი­ო­რი ნი­ჰათ ილ­გე­ნი (38 წლის): და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მე­უღ­ლეს, ულ­ქუს ეც­ნო­ბა.

ავი­ა­ცი­ის პი­ლო­ტი, მა­ი­ო­რი სერ­დარ უსლუ (39 წლის): და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მე­უღ­ლეს, გოქ­ნურ უს­ლუს აც­ნო­ბეს. უმ­ძი­მე­სი დე­ტა­ლია, რომ მა­ი­ო­რი უს­ლუს მე­უღ­ლე 7 თვის ორ­სუ­ლია.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სი მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი ნური ოზჯა­ნი: მისი ოჯა­ხის ნა­წი­ლი ქა­ი­სე­რი­ში ცხოვ­რობს.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ემრე მერ­ჯა­ნი (27 წლის): მისი ოჯა­ხი ეს­ქი­შე­ჰი­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. და­ღუ­პუ­ლი მხო­ლოდ შარ­შან და­ქორ­წინ­და.

ავი­ა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი ემრე ალ­თი­ო­ქი (32 წლის): მისი ოჯა­ხი სამ­სუ­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს. და­ღუ­პულს ერთი შვი­ლი ჰყავ­და, ხოლო მისი მე­უღ­ლე ორ­სუ­ლა­დაა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები