ვინ არის და რას საქმიანობდა ლეო ბარნაბიშვილი, რომელივ ირაკლი კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მოხსნა
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან“,-აღნიშნულია დოკუმენტში.
ლეო ბარნაბიშვილი ადრე ფინანსურ პოლიციაში და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. 2013 წელს ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. 2015 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2020 წელს ის სამხარაულის ბიუროს უფროსად გადაიყვანეს, 2021 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2024 წლის მარტში ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.