აქვს თუ არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ელჩს? - რა უპასუხა დიპლომატმა ჟურნალისტებს? - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ელჩს? - რა უპასუხა დიპლომატმა ჟურნალისტებს?

რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უ­ბარს ვცდი­ლობ , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა კონ­ტაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ უპა­სუ­ხა, რომ „რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მისი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ­ხე­ბი ყვე­ლას­თან ჰქონ­დეს“."რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან სა­უ­ბარს ვცდი­ლობ. ჩვენ ასე­ვე კონ­ტაქ­ტში ვართ ოპო­ზი­ცი­ას­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­ო­დე­ბას­თან…ეს ნა­თე­ლია ზუს­ტად ერთი კვი­რის წინ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რი­ში­დან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბას, ან­გა­რი­ში და­მან­გრე­ვე­ლია. ან­გა­რიშ­ში ნათ­ლად არის ნათ­ქვა­მი, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის­გან უფრო შორს არის, ვიდ­რე ორი წლის, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­სას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ კურ­სი შეც­ვა­ლოს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას და­უბ­რუნ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ჰერ­ჩინ­სკიმ.

ასე­ვე, ელჩმა უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი არა მათ, არა­მედ ევ­რო­კავ­შირ­მა შე­ა­ჩე­რა“.

"სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა 2022 წლის მარ­ტში. სწო­რედ ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ა­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში. სა­კუ­თა­რი კა­ნონ­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მეა. შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ კა­ნო­ნი ჰქონ­დეს, რაც სურს. მაგ­რამ, ჩემი და ევ­რო­კავ­ში­რის რო­ლია, რომ ქარ­თვე­ლებს ვუ­თხრათ, რო­მე­ლი კა­ნო­ნე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­შირს. სწო­რედ 2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ნათ­ლად და ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ­დით, რომ არ მი­ე­ღოთ კა­ნო­ნი უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ამას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. მარ­თლაც, 2024 წლის ივ­ნის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი დე ფაქ­ტო შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხო­ვა, რომ კურ­სი შე­ეც­ვა­ლა. მო­ხა­რუ­ლი ვარ და ვფიქ­რობ, რომ პო­ზი­ტი­უ­რია ის, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 2024 წლის ივ­ნი­სის დას­კვნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ, პრობ­ლე­მას ის წარ­მო­ად­გენს, რომ მათ 18 თვე დას­ჭირ­დათ იმის­თვის, რათა გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, რომ მათ ქმე­დე­ბებს შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, „ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 2024 წლის ივ­ნი­სის დას­კვნე­ბი პირ­ვე­ლი გა­მო­მა­ფხიზ­ლე­ბე­ლი ზარი იყო“.

„გა­სულ კვი­რას, გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რი­ში მი­ვი­ღეთ, რაც ალ­ბათ, სა­ბო­ლოო გა­მო­მა­ფხიზ­ლე­ბე­ლი ზა­რია. ან­გა­რი­ში და­მან­გრე­ვე­ლი იყო. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტა­რებს 18 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბათ, რათა ეს შე­ის­წავ­ლონ და იმოქ­მე­დონ, რად­გან თუ სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, მა­შინ მათ კურ­სი სას­წრა­ფოდ უნდა შეც­ვა­ლონ და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე უნდა დაბ­რუნ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და ჰერ­ჩინ­სკიმ.