დავით ყიფიანის სიცოცხლის ტრაგიკული ფინალი - რა მოხდა სოფელ ჩარდახთან? - კვირის პალიტრა

დავით ყიფიანის სიცოცხლის ტრაგიკული ფინალი - რა მოხდა სოფელ ჩარდახთან?

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­და და­ვით ყი­ფი­ანს სამ­შობ­ლო­ში აღ­მერ­თებ­დნენ - იგი დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­სა და ევ­რო­პა­შიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­ფი­ა­ნი ისე იყო, რო­გორც პელე - ბრა­ზი­ლი­ა­ში. ამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი იყო ის ფაქ­ტიც, რომ დათო სა­ქარ­თვე­ლოს XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნა­ხე­ვარმცვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­ვით ყი­ფი­ან­მა 1970-80 იან წლებ­ში მო­ი­პო­ვა. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­თან" ერ­თად მო­ე­დან­ზე სა­ოც­რე­ბებს ახ­დენ­და - "დი­ნა­მომ" ყი­ფი­ან­თან ერ­თად, სა­ხე­ლი გა­ით­ქვა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად სა­უბ­რობ­დნენ ევ­რო­პა­შიც. მშობ­ლი­ურ გუნდთან ერ­თად ყი­ფი­ან­მა მო­ი­გო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ორ­ჯერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და, ერთხელ ევ­რო­პის თასე­ბის მფლო­ბელ­თა თასს და­ე­უფ­ლა. 1977 წელს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და. ის იყო 1881 წელს, "დი­ნა­მოს" მიერ თასე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის მო­პო­ვე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი.

ამი­ტო­მაც იყო გა­საკ­ვი­რი, რომ ასე­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 1982 წელს ეს­პა­ნე­თის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საბ­ჭო­თა ნაკ­რებ­ში ვერ მოხ­ვდა. და­თოს ტრავ­მა ახლი მორ­ჩე­ნი­ლი კი ჰქონ­და, მაგ­რამ მუნ­დი­ალ­ზე სა­თა­მა­შოდ მზად იყო, თუმ­ცა საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, არ წა­ეყ­ვა­ნათ ეს­პა­ნეთ­ში - ამან ყი­ფი­ან­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, იმოქ­მე­და და გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ცოტა ხან­ში დი­დე­ბუ­ლი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რაც და­ას­რუ­ლა.

ყი­ფი­ანს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და - კვიპ­როს­ზე გახ­სნა რეს­ტო­რა­ნი, მუ­შა­ობ­და საბ­ჭო­თად­რო­ინ­დელ პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც, თუმ­ცა არას­დროს წა­სუ­ლა ფეხ­ბურ­თი­დან -კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­წვრთნე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გა - სა­თა­ვე­ში ედგა მშობ­ლი­ურ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს", ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს", სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს, მუ­შა­ობ­და კვიპ­როს­ში ("ოლიმ­პი­კო­სი"), ბელ­გი­ა­ში ("მე­ხე­ლე­ნი"), რუ­სეთ­ში ("ში­ნი­კი")...

ასე­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი კი­დევ დიდ­ხანს იქ­ნე­ბო­და აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ... სამ­წუ­ხა­როდ, უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ ნა­ად­რე­ვად და­ას­რუ­ლა მისი სი­ცო­ცხლე. დიდი ფეხ­ბურ­თე­ლის ბედი ისე­თი­ვე ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც მისი თა­ნა­გუნ­დე­ლის, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის კი­დევ ერთი ლე­გენ­დის ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ა­სი - ორი­ვეს სი­ცო­ცხლე ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ემსხვერ­პლა...

რა მოხ­და იმ დღეს სო­ფელ ჩარ­დახ­თან...და­ვით ყი­ფი­ა­ნი არას­დროს ის­ვე­ნებ­და. შვე­ბუ­ლე­ბა­ში სულ რამ­დენ­ჯერ­მე თუ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც გან­მარ­ტო­ე­ბა სურ­და, მისი ნახ­ვა შინ შე­იძ­ლე­ბო­და. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან და ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­დან" წას­ვლის შემ­დეგ, სა­კუ­თარ ჩვე­ვას უღა­ლა­ტა და 2001 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად ქო­ბუ­ლეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­რა და კვლავ სა­მუ­შა­ო­ზე დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. დათო თბი­ლის­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ნი­კო­ლაი ტოლსტი­ხის მიწ­ვე­ვით, მოს­კოვ­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო და იქა­უ­რი "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა.

სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლი­სამ­დეც ვერ ჩა­ვი­და. 2001 წლის 17 სექ­ტემ­ბერს, დე­და­ქა­ლა­ქი­დან 30 კი­ლო­მეტრში, სო­ფელ ჩარ­დახ­თან, დიდი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი ახა­ლი "მერ­სე­დე­სით" დიდ კაკ­ლის ხეს შე­ე­ჯა­ხა...

"თბი­ლი­სი­დან გორ­ში მივ­დი­ო­დით, სო­ფელ ჩარ­დახ­თან დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ჯიპი შევ­ნიშ­ნეთ, - ჰყვე­ბა ამ ამ­ბის თვითმხილ­ვე­ლი კობა ჩიხ­ლა­ძე, - ჯიპ­მა ერთ მან­ქა­ნას გა­ას­წრო, მწკრივ­ში ჩად­გა, მაგ­რამ უც­ბად გზი­დან გა­და­ვი­და და დიდ ხეს შე­ე­ჯა­ხა, რამ­დე­ნი­მე წამ­ში მან­ქა­ნას­თან აღ­მოვ­ჩნდით, რის ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­ვა­ღეთ დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი კარი და... და­ვით ყი­ფი­ა­ნი ვი­ცა­ნით, რო­მე­ლიც დარ­ტყმის­გან მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე აღ­მოჩ­ნდა, გულ-მკერ­დის არე­ში ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და მივხდით, რომ ეს მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წა­მე­ბი იყო...

სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა - ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი უმალ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ას­წრეს - ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ა­ვად­მყო­ფოს ზღურ­ბლზე გარ­და­იც­ვა­ლა...

...რამ­დე­ნი­მე თვე­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 50 წლის ხდე­ბო­და...

რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რია...ამ სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის ორი ვერ­სია არ­სე­ბობს.

გააგრძელეთ კითხვა