უვადო თავისუფლების აღკვეთა? - სკანდალი ყოფილი "მის საქართველოს" დიზაინერი ქმრის ცხოვრებაში - "ფეშენებელურ" სათბურში მოყვანილი 283 ძირი კანაფი და 3კგ მარიხუანა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 11 ნოემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქმე ეხება ინტერიერის დიზაინერს, რატი რატიანს, რომელიც ცნობილი ქართველი მოდელის, ყოფილი "მის საქართველო" თამთა შედანიას მეუღლეა.
ბრალდება უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, და ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა.
- ასევე დაგაინტერესებთ თამთა შედანიას პოსტი მეუღლეზე და ვრცელი ინტერვიუ: "მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით. დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს" - რას წერს თამთა შედანია მეუღლის დაკავებაზე?
დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260 კვარტა და 265 პრიმა მუხლებითაა გათვალისწინებული და ითვალისწინებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ფარული სათბური მიწის სიღრმეში
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დადგინდა, რომ რატი რატიანს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში ჰქონდა მოწყობილი სპეციალური სათბური, სადაც ის უკანონოდ ახდენდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანას.