სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილას მე-20 ადამიანის ცხედარიც იპოვეს - ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა - კვირის პალიტრა

სიღნაღში, ავიაკატასტროფის ადგილას მე-20 ადამიანის ცხედარიც იპოვეს - ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა.

ავიაკატასტროფის ადგილზე ბოლო, მე-20 ადამიანის ცხედარიც იპოვეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"