პრემია პატიმრების წამებისთვის! - კვირის პალიტრა

პრემია პატიმრების წამებისთვის!

ციხის ჯოჯოხეთის ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ, სასჯელაღსრულების მინისტრმა, თანამდებობიდან წასვლამდე, სამსახურიდან დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით ჭაკუა გაათავისუფლა. ცნობილია, რომ ჭაკუაც ბაჩო ახალაიას კადრი იყო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2006 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. დავით ჭაკუას სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით და რუსთავის #6 სასჯელაღსრულებაში მოშიმშილე პატიმრები სწორედ მის დაპატიმრებას ითხოვენ.

საბჭოთა პერიოდში, ჯალათებს ერთი სიკვდილმისჯილის დახვრეტაში, პრემიის სახით 14 მანეთს უმატებდნენ ხელფასზე. ახლა კი ნახეთ, როგორ ხდებოდა ფულადი პრემიებით მათი წახალისება, ვისაც ბრალად ციხეებში პატიმრების წამების დაკვეთა ედება.

საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი ფულადი ჯილდოები, სწორედ ჭაკუას ერგო.

(სპეციალურად საიტისთვის)