"რამდენი ცოლი გყავს?" - ტრამპის უხერხული კითხვა აჰმედ ალ-შარაას: აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ლიდერი თეთრ სახლში მიიღო და სუნამო აპკურა (ვიდეო)
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სირიის ახალ პრეზიდენტს აჰმედ ალ-შარაას უმასპინძლა. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის ხუმრობამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
ტრამპმა ალ-შარაას, ჯერ "ტრამპის სუნამო" აპკურა, ხოლო შემდეგ ჰკითხა, თუ რამდენი ცოლი ჰყავს. სუნამო ტრამპმა ალ-შარაას თანმხლებ პირს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ შიბანისაც აპკურა სუნამო.
"ეს საუკეთესო სუნამო", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მეორე ფლაკონი ალ-შარაას ცოლისთვის იყო."რამდენი ცოლი გყავს? ერთი?“ - იკითხა ტრამპმა, რაზეც ალ-შარაამ გაიღიმა და უპასუხა, რომ ერთი ცოლი ჰყავს.
"არასოდეს ვიცი, თქვენთან რამდენი ცოლი ჰყავთ ხოლმე", - უპასუხა ტრამპმა და სირიელ კოლეგას მხარზე ხელი მოუთათუნა.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას ტრამპმა ალ-შარაას "ძლიერი ლიდერი“ უწოდა და ნდობა გამოუცხადა. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სირია წარმატებული იყოს. ჩვენ ყველას გვქონდა რთული წარსული“. - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
43 წლის ალ-შარაა ყოფილი ტერორისტია, ის "ალ-ქაიდას" მეთაური იყო.
საუდის არაბეთში დაბადებული ლიდერი ტერორისტულ ჯგუფს 2003 წელს, აშშ-ის ერაყში შეჭრამდე შეუერთდა. ის ამერიკულმა ძალებმა შეიპყრეს და ხუთი წელი ციხეში გაატარა.სირიის დიდი ექსპრეზიდენტის, ასადის მოწინააღმდეგემ, ალ-შარაამ 2024 წლის ნოემბერში წამოიწყო 11-დღიანი შეტევა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, რამაც მთავრობის დაცემა გამოიწვია.ასადი რუსეთში გაიქცა, ხოლო ალ-შარაამ ძალაუფლება აიღო და ოფიციალურად 29 იანვარს დაინიშნა პრეზიდენტად.მას შემდეგ ალ-შარაა მსოფლიოში მოგზაურობს და ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც ლიდერმა, რომელსაც სურს ომით განადგურებული ქვეყნის გაერთიანება და ათწლეულების საერთაშორისო იზოლაციის დასრულება. ის თავის მეუღლეს, 41 წლის ლატიფა ალ-დრუბის, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მის მთავარ მხარდამჭერად წარმოადგენს.