ყვარელში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, ყვარლის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის ძმას 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

ყვარელში მომხდარი ჩხუბის საქმეზე, ყვარლის მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის ძმას 5 000-5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე, მამუკა წიკლაურმა მიიღო.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე.

"ინტერპრესნიუსი"