დოპინგ სკანდალი, 6-წლიანი დისკვალიფიკაცია, კარიერის იძულებითი დასასრული და ახალი გზა MMA-ს ოქტაგონზე: "ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება"
"სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა" - მერაბ შარიქაძე დოპინგ სკანდალსა და დისკვალიფიკაციაზე: ის რაგბის ნაცვლად, უკვე MMA-ს ოქტაგონზე მოსინჯავს ძალებს15:34 / 13-11-2025 ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი MMA ორგანიზაცია "რკენა“ დაფუძნდა, რომლის მიზანია ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო არენაზე გასვლისთვის მომზადება. როგორც ცნობილი გახდა, "რკენას“ პირველი ღონისძიება Fight Night 29 ნოემბერს გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იქნება საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც MMA-ში სადებიუტო ბრძოლას გამართავს.

ორგანიზაციის ცნობით, შარიქაძის შესახებ მომზადდება მოკლე დოკუმენტური ფილმიც, სადაც სპორტსმენის კარიერული გადანაცვლება რაგბიდან MMA-ში სრულად აისახება. "რკენა“ გეგმავს Fight Night-ების სერიას, რომლებიც პირველ ეტაპზე საქართველოში ჩატარდება, შემდგომ კი მიზანი უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.
Setanta Sports Georgia -მ ინტერვიუ ჩაწერა მერაბ (ბუკა) შარიქაძესთან, რომელმაც ისაუბრა, როგორც მომავალ ბრძოლაზე, ასევე თავს გადახდენილ დოპინგ სკანდალზე, რაგბიში დისკვალიფიკაციასა და დედაზე, რომელიც შვილის რაგბის მოედანზე დაბრუნებაზე ოცნებობდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ვიდეო ინტერვიუდან:
"რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო... ჩემი ნიმუში ძმებმა გამოიყენეს!" 6-წლიანი დისკვალიფიკაცია, კარიერის იძულებითი დასასრული - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ორწლიანი დუმილი დაარღვია და რეალური მიზეზები დაასახელა იმ სკანდალის, რომელმაც ქართული რაგბის გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. გააგრძელეთ კითხვა