"გავლენიანი ჩეჩენის შვილი საქართველოდან მოტყუებით გაიყვანეს და სავარაუდოდ მოკლეს" - რა არის ცნობილი 33 წლის ქალზე, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახს გაექცა - კვირის პალიტრა

"გავლენიანი ჩეჩენის შვილი საქართველოდან მოტყუებით გაიყვანეს და სავარაუდოდ მოკლეს" - რა არის ცნობილი 33 წლის ქალზე, რომელიც ჩეჩნეთიდან ოჯახს გაექცა

ჩეჩ­ნე­თი­დან მუ­ქა­რის გამო გაქ­ცე­უ­ლი, ალია ოზ­და­მი­რო­ვა ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ტყუ­ე­ბით ან ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით გა­ი­ტა­ცეს, ჩეჩ­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს და სა­ვა­რა­უ­დოდ მოკ­ლეს. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცია СК SOS–ის წყა­რო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან, მისი დაკ­რძალ­ვა 12 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თა.

33 წლის ალი­ას თქმით, 20 ოქ­ტომ­ბერს ჩეჩ­ნე­თის და­ტო­ვე­ბა მას შემ­დეგ მო­უხ­და, რაც მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გარ­კვე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, მათ შო­რის ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა, შე­ი­ტყვეს. სწო­რედ მათ­გან და ასე­ვე ღვიძ­ლი ძმის­გან მო­მა­ვალ­მა საფრ­თხემ აი­ძუ­ლა ის ჯერ სტამ­ბოლ­ში, ხოლო შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი­ყო.გა­მო­კი­თხვი­სას გა­ირ­კვა, რომ ოზ­და­მი­რო­ვას მი­მართ მუ­ქა­რა ასე­ვე მის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ძმე­ბი მას იმის გამო სცემ­დნენ, რომ ქა­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს ინ­ვეს­ტო­რე­ბის ვალი და­ე­დოთ, თან­ხის ქურ­დო­ბა­ში კი თა­ვად ალია და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. თუმ­ცა გაქ­ცე­ვის მო­მენ­ტში ალი­ას ფულ­თან უკვე არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი აღარ ჰქონ­და.

ალია ოზ­და­მი­რო­ვა გავ­ლე­ნი­ა­ნი და მდი­და­რი ოჯა­ხის შვი­ლი იყო: მამა, უს­მან ოზ­და­მი­რო­ვი, კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ეს წრეს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და და გუ­დერ­მე­სის რა­ი­ო­ნის უფ­რო­სად მსა­ხუ­რობ­და. ოჯახ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წეს­რიგ­ში ჰქონ­დათ —ახალ­გაზ­რდა ქალი ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას ან შე­ზღუდ­ვებს არ გა­ნიც­დი­და. თუმ­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც 2020 წელს მამა გარ­და­იც­ვა­ლა და აღა­რა­ვინ დარ­ჩა ვინც მას ძმე­ბის­გან და­ი­ცავ­და.

ნო­ემ­ბერ­ში ოზ­და­მი­რო­ვას "ნაც­ნო­ბი ად­ვო­კა­ტი" და­უ­კავ­შირ­და რო­მელ­მაც უთხრა, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ "ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის“ ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას ვერ შეძ­ლებ­და. თუმ­ცა, არც ერთ ბა­ზა­ში ასე­თი საქ­მე არ აღ­მოჩ­ნდა, რის შემ­დე­გაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ალი­ას სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ქალი 8 ნო­ემ­ბერს უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო თბი­ლი­სი­დან, უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა­ში.

ალია ასე­ვე და­უ­კავ­შირ­და ბა­ქო­ში მცხოვ­რებ მის ბიძა ალი ასა­ევს, რო­მელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ საქ­მე მარ­თლაც იყო აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ სა­ზღვარ­ზე ადა­მი­ანს იც­ნობ­და, ვინც შეძ­ლებ­და დრო­ე­ბით სის­ტე­მი­დან ძებ­ნი­ლის “ნი­შა­ნი” მო­ეხ­სნა.

ეს უფრო დრო­ის გა­წელ­ვის მცდე­ლო­ბას ჰგავ­და, ამი­ტომ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალს გეგ­მის თა­ნახ­მად, 8 ნო­ემ­ბერს გაფ­რე­ნა ურ­ჩი­ეს, რა­ზეც ალი­ამ უპა­სუ­ხა რომ ბი­ძას სრუ­ლად ენ­დო­ბო­და.

ამის შემ­დეგ ოზ­და­მი­რო­ვა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ქრე­ბა და კვლავ უკავ­შირ­დე­ბა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს და ეუბ­ნე­ბა, რომ ბიძა, ალი ასა­ე­ვი მას თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში 9 ნო­ემ­ბერს შეხ­ვდე­ბო­და, სა­ი­და­ნაც დუ­ბა­ი­ში გა­დაფ­რინ­დე­ბოდ­ნენ. ვრცლად