სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს:"ვცდილობ, არ შეგაწუხოთ, მაგრამ ახლა იძულებული ვარ..." - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ზელენსკის მიმართავს:"ვცდილობ, არ შეგაწუხოთ, მაგრამ ახლა იძულებული ვარ..."

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თავს, რომ „სა­მო­ქა­ლა­ქო ტყვე­ე­ბის“ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნონ.

შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს."პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ერის გმი­რუ­ლი ბრძო­ლის მი­მართ, რომ­ლის ნა­წი­ლიც ვარ, უკ­რა­ი­ნის ამა­ყი მო­ქა­ლა­ქე. ასე­ვე, დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით თქვე­ნი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ლი­დე­რო­ბის­თვის ამ ურ­თუ­ლეს დროს.

ვცდი­ლობ, არ შე­გა­წუ­ხოთ ჩემი თხოვ­ნე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო გაქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის და იმის­თვის, რომ ვგრძნობ მუდ­მივ ყუ­რა­დღე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, უმაღ­ლე­სი რა­დას, თქვე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მის­რის მხრი­დან.

მაგ­რამ ახლა იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, რად­გან გუ­შინ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, სა­დაც მძი­მე მო­წამ­ვლის გამო მკურ­ნა­ლობ­დნენ, უკან, იმ პერ­სო­ნალ­თან და­მაბ­რუ­ნეს, ვინც მომ­წამ­ლა. ჩემი მო­წამ­ვლა 2022 წლის მარ­ტში მოხ­და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე. მო­წამ­ვლის ფაქ­ტი ამე­რი­კულ­მა და გერ­მა­ნულ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­მა და­ად­გი­ნეს. პუ­ტინ­მა თა­ვი­დან­ვე მო­ი­თხო­ვა ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი, ხოლო მედ­ვე­დევ­მა და ლავ­როვ­მა არა­ერ­თხელ და­იკ­ვეხ­ნეს ჩემი პა­ტიმ­რო­ბით.

თა­ვი­დან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­გო­ნი­ლი საქ­მის­თვის და­მა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე უკ­რა­ი­ნა­ში ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ახ­ლა­ხან აღ­ძრულ ახალ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, სხვებ­თან ერ­თად, მე ბრა­ლი მე­დე­ბა უცხო, მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ დი­ვერ­სი­ა­ში. ამ საქ­მის მა­სა­ლებ­ში შე­დის თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ასე­ვე, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კის გან­ცხა­დე­ბე­ბი. ანუ, უკა­ნო­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ აცხა­დებს უკ­რა­ი­ნას მტრუ­ლად გან­წყო­ბილ უცხო სა­ხელ­მწი­ფოდ. ეს გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ამ დიდი ომის და­წყვე­ბის­თა­ნა­ვე რუს­მა ოლი­გარ­ქმა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა მა­რი­ო­ნე­ტებ­მა ღიად და­ი­კა­ვეს რუ­სე­თის მხა­რე.

ამ კონ­ტექ­სტში, სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ ჩემი დევ­ნა და ბე­დის­წე­რა ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვარ, სა­დაც თქვე­ნი [ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის] ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ მუ­შა­ო­ბის პა­ტი­ვი მქონ­და. მსურს გკი­თხოთ, რო­გორც 2019 წელს, რო­დე­საც უკა­ნო­ნოდ წარ­თმე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­მიბ­რუ­ნეთ, რომ რო­გორც ოდე­სის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, რო­გორც რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე შე­მიყ­ვა­ნოთ პირ­თა სი­ა­ში, ვინც უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პრო-რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მიერ, ამ ომის სა­მო­ქა­ლა­ქო ტყვე­ე­ბის სი­ა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბით. ვიცი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თა­ვი­სი­ა­ნებს არ ტო­ვე­ბენ, და თქვე­ნი იმე­დი მაქვს”, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი ზე­ლენ­სკი­სად­მი წე­რილ­ში.