"ის დაპატარავებული „ადამიანები“ მეცოდებიან, რომლებიც გუშინ ბუზებივით ეხვივნენ გიორგი გახარიას და ახლა აორთქლებულები არიან, მეტიც მის წინააღმდეგ მოწმეებად გვევლინებიან" - ნათია მეზვრიშვილი
"ერთ დღეში ორი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესების ყოველთვის და ყველაფერზე (პირადზე, ოჯახზე, მეგობრებზე) წინ დაყენებისთვის", - ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გახარია "ოცნების" ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, რომელიც არ იყო კორუმპირებული და სძულდა ნეპოტიზმი.ამ ღირებულებების გამო აღმოჩნდა სახელმწიფოს მოღალატე, ანტიეროვნულ და კორუმპირებულ ოცნებასთან შეუთავსებელი და ამ ღირებულებების ერთგულება მიიყვანს გამარჯვებამდე.
სრულიად უცხო ადამიანი გასაუბრებით დამნიშნა მოადგილედ. ასე პოულობდა კადრებს. ისე წავიდა თანამდებობიდან, არაფერი წაუღია. საერთოდ არაფერს ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა სახელმწიფო საქმის კეთილსინდისიერად კეთების გარდა.ამ ღირებულებების ადამიანის გატეხვა წარმოუდგენელია.
მხოლოდ ის დაპატარავებული „ადამიანები“ მეცოდებიან, რომლებიც გუშინ ბუზებივით ეხვივნენ და ახლა აორთქლებულები არიან, მეტიც მის წინააღმდეგ მოწმეებად გვევლინებიან. თქვენი ადგილი არც მაშინ იყო მის გარშემო (ეს იყო მისი ერთადერთი შეცდომა) და არც მომავალში იქნება.პროკურატურამ არაერთი ადამიანი გააუბედურა ბოლო დროს, გახარია რა მოსატანია. მაგრამ მაინც - გავრცელებული განცხადების, კვალიფიკაციის და ყველაფრის, მე შემრცხვა, ძალიან შემრცხვა, როგორც თქვენს ყოფილ კოლეგას", წერს მეზვრიშვილი.