არ ვიცი რატომ გწერ... ალბათ ცოტა ნასვამი ვარ და მაგიტომ.. - კვირის პალიტრა

არ ვიცი რატომ გწერ... ალბათ ცოტა ნასვამი ვარ და მაგიტომ..

ეს წერილი ელქტრო ფოსტაზე მომივიდა. ავტორმა მთხოვა მისი სახელი არ გამეხმაურებინა. წერილს გთავაზობთ მხოლოდ ორთოგრაფიული სწორებებით (სტილი დაცულია).

მე თუ მკითხავთ.. (ეს ჩემი აზრია) სააკაშვილის მთავრობის ბრალია რომ ხალხს დღეს აზროვნება შეუძლია!!!

რომელი სტუდენტი გამოვიდოდა ეძიკას დროს ვინ გაასაჩივრებდა უფლებების დარღვევას... რაც არ უნდა მომხდარიყო ეს არ მოხდებოდა.. უბრალოდ ასეთ კადრებს ვერ ვნახავდით ტელევიზიით.. დღევანდელ ხელისუფლებას რომ მოენდომებინა ეს კადრებიც არ გავრცელდებოდა.. ეს ყველაფერიც აქამდეც ყველამ ვიცოდით უბრალოდ, მტკიცებულება გვჭირდებოდა...

იცით? პროტესტის პირველ დღეს ყველაზე მეტად გამიხარდა ის, რომ სააკაშვილის გადაგდება არ მოითხოვეს. უბრალოდ იმიტომ რომ მაშინ გასაპროტესტებელი სხვა რამ გვქონდა.. ეს უკვე საზოგადოების ცვლილებაა. ყველაზე მეტად ეს ცვლილება სტუდენტებზე, ჩვენზე აისახა. მე მართლა მჯერა, რომ მართლა იქნება ღირსეული ხელისუფლება საქართველოში. ოღონდ ეს მინიმუმ 20 წლის შემდეგ მოხდება.

მანამდე მოგვიწევს გავუძლოთ იმ ხალხის მხრიდან ზედმეტის ჭამას, რომლებიც თავიანთი ბინძური ხრიკებით ცვლიან პოლიტიკურ თანამდებობებს...

იცით რაა? ბევრი ბიძინისტი დღეს ბიძინისტი რომ არ ყოფიულიყო ციხეში იჯდებოდა, და ასევე ბევრი მიშისტიც... ეს ერთი ნაროდია თავის დროზე მთავრობას ყველას დაჭერა შეეძლო. იგივე ხდება ახლაც... არ ჩანან მთავარი მოქმედი პირები, მაგრამ დრო გავა და ის თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციამ შექმნა, მოვა ხელისუფლებაში და ყველა ის სიბინძურე წარსულს ჩაბარდება...

ნამდვილი დემოკრატია სწორედ 90 იანებში დაბადებული, დღეს კიდევ ბავშვებით მოვა... ჩვენ ვიხილეთ რევოლუციები, მოვისმინეთ ომებზე რომლებიც არ გვინახავს და ბოლოს ვნახეთ რეალური ომიც... ამ ყველაფერმა ჩვენ შეგვცვალა და ჩვენ შევქმნით იმ საქართველოს, რომელიც იქნება წარსული და მომავალი დიდების საწინდარი... ეს ამ მოვლენებმაც დაადასტურა.. ვარდების რევოლუცია არ იყო ნაცების, მიუხედავად იმისა რომ ისინი მოვიდნენ მთავრობაში... ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ოცნების რადგან ისინი მოიგებენ...

ეს ყველაფერი მოსდევს ხალხის განვითარებას ჩვენ უბრალო ხალხი ვიზრდებით და როდესაც ჩვენი დრო მოვა, ქვეყნის მართვის შემდეგ მართლაც ვეღარავინ და ვეღარაფერი შეაჩერებს ჭეშმარიტ და ძლიერ საქართველოს. ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობა იქნება საქართველოში ჭეშმარიტი რევოლუციის ძირითადი საფუძველი!!! ბრძოლით და თავდადებით ჩვენ გავერთიანდებით... სწორედ ეს გაერთიანების სურვილი  დაგვაყენებს კვლავ გვერდით მაშინ როცა ბიძინა და მისიანები მოვლენ!!! მაშინ როცა მიშა აღარ იქნება მთავრობაში...

ოდესმე გაბრწყინდება საქართველო უბრალო ადამიანების ოცნებების ახდენით და ბრძოლით... არა რუსული ოცნებებით და არა ფულით... მაშინ როდესაც კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ჩვენი შეცდომების აღიარება და ისეთივე სირცხვილით პასუხისგება როგორც უკანასკნელი დღეების მანძილზე!!!

მოკლედ ეს ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ნამდვილი ქართველი კაცის სიტყვებია... ნუ გაახმაურებ ჩემს სახელს, თუ ამაზე დაწერა მოგინდა.. შეიძლება არც მოგინდეს, უბრალოდ ჩემი აზრია და მინდა გავუზიარო ვინმეს...