"კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და თუ ამის მცდელობა მაინც იქნება, ეს ხელისუფლების მიერ იქნება ინსცენირებული" - კვირის პალიტრა

"კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და თუ ამის მცდელობა მაინც იქნება, ეს ხელისუფლების მიერ იქნება ინსცენირებული"

საქართველოს პრესის ასოციაციის ორგანიზებით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მედიასაშულებების ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს შეხვდა, დიალოგი მეტად საინტერსო ად საქმიანი გამოდგა. ბიძინა ივანიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ისაუბრა, როგორც "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე, ასევე და მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. მისი თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, მედია მეოთხე ხელისუფლების ფუნქციას დაიბრუნებს და ასევე დაგვპირდა იმასაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის პირადად რეგულარულად შეხვდება როგორც პრესის, ასევე ტელევიზიების ჟურნალისტებს და ჩვენს ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებსაც უპასუხებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირეტორი გიორგი ჭანტურია და სამეურვეო საბჭოს ხელძღვენელი ლევან გახელაძე, რომელთაც შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვეს. ამის მიზეზი კი რადიო "პალიტრის" წარმომადგენლის თამარ ცაგარეიშვილის კითხვა გახდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალს შეეხებოდა. შეკითხვამ გიორგი ჭანტურია გააღიზიანა და განაცხდა, რომ რადიო "პალიტრისგან" შენიშვნას ვერ მიიღებს, რადგან "ის მხარეა". ამან შეხვედრაზე მყოფი მედიასახლ "პალიტრის" წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. საკუთარი სიტყვების არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილი რეიტინგი დაასახელა, რომელშიც მისი თქმით, "პალიტრა" "ყველაზე მიკერძოებულ რადიოდ არის წარმოდგენილი".

აქვე ვიტყვით, რომ ამ მონიტორინგის შედეგებით, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლით" გაშუქდა რადიო "პალიტრა" პოლიტიკური სუბიექტების ნეიტრალური გაშუქების ტონით ერთ-ერთი ლიდერია. ამის შემდეგ გიორგი ჭანტურიამ ბიძინა ივანიშვილს დაუსვა რამდენიმე კითხვა, თუმცა პასუხს არ დალოდებია, ისე დატოვეს მან და ლევან გახელაძემ დარბაზი.

შეხვედრაზე ჟურნალისტებს მოგვეცა საშულება კითხვები დაგვესვა"ქართული ოცნების" ლიდერისათვის. გთავზობთ ჩემი და ჩემი კლეგების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ პასუხებს. ისევე, როგორც საზოგადოებაში, ამ შეხვედრაზეც აქტუალური იყო კანონიერი ქურდების თემა და ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერები. ჩემი ერთ-ერთი კოლეგის კითხვა შეეხო იმას, ბიძინა ივანიშვილის და მისი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არსებობს თუ არა ქვეყნაში ქურდული სისტემის ისევ აღდგენისა და გაძლიერების საფრთხე?

"ეს საკითხი ბოლო ხანს მართლაც აქტუალური გახდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხდება ხელოვნურად და თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ამ ჭორებს. როგორც იმას, რომ თურმე სომხების გასახლებას ვაპირებ, ასევე ქისტების და ა.შ. რაც არის სრული სისულელე. ათასამდე ქალი ჰყავთ დაქირავებული, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ისე, ამგვარ ჭორებს ავრცელებენ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მოვალ ხელისუფლებაში რას ვიზამ? მთელი ჩემს წარსულ ცხოვრებაში ერთ კრიმინალს ვერავინ იპოვის, ერთ შავ ხაზს ვერ ნახავს. ამგვარ ჭორებს არავითარი საფუძველი არ აქვს. მე მოვდივარ, რომ ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატია დავამკვიდრო. ჩემი ოცნებაა ევროპულ საზოგადეობად რომ ჩამოვყალიბდეთ. ესენი კიდევ იძახიან, თურმე ქუდების ჩამოყვანა გვინდა. არ ვიცი, ამაზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკო, როგორ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ ქურდული სამყაროს წევრი არ ვარ, არც არასდროს ვყოფლვარ და არც ვაპირებ ამის დაბრუნებას!"

რას ფიქრობს ბიძინა ივანშვილი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე?

"მიმაჩნია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. არც ეკლესია უნდა ცდილობდეს პოლიტიკაში ჩართვას და არც პოლიტიკოსები უნდა ცდილობდნენ ეკლესია გამოყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. ის, რომ ხელისუფლება მანქანებს ყიდულობს მღვდელმსახურებისთვის, ეს არის სწორედ ეკელსიის საქმეში ჩრევა და ეს უნდა გამოირიცხოს. სახელმწიფო ეკლესიას უნდა ეხმარებოდეს, ოღონდ ეს უნდა ხდებოდეს კანონის შესაბამისად, ეკლესიის დაფინანსების გაზრდის თუ შემეცირების საკითხი კანონმდებლებმა უნდა გაარჩიონ."

ბიძინა ივანიშვილიც და მისი კოალიციის წევრებიც ხშირად ამბობენ, რომ დაიცავენ საარჩვენო ხმებს, შეხვედრაზე დაისვა კითხვა: გაყალბების შემთხვევაში ქუჩაში გასვლისკენ თუ იქნება მოწოდებები?

"თუ მოხდება უხეში დარღვევები, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ისინი ვერ გააყალბებენ არჩევნებს ისე, რომ ეს არ გამოჩნდეს. მე გაძლევთ გარანტიას თქვენც და ხელისუფლებასაც, რომ გაყალბების შემთხვევაში მათ ამ არჩევნებს აღარავინ გაუფორმეს. ძალიან სერიოზული სადამკვირვებლო კომისიები ჩამოდიან და ყველას ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს. რაც შეეხება ქუჩას და პროცესების ესკალაციას, ამერიკის ელჩს შევხვდი დღეს დილით, ამაზეც გვქონდა ლაპარაკი, მე მასაც ვუთახარი და აქაც გავიმოერბ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებას, არ მოხდება ის, რასაც ესენი ცდილობენ ჩემი პოლიტიკაში ჩართვის პირველი დღიდანვე. ეს საკითხი ამერიკის ელჩასაც ძალიან აინტერესებდა, მე დავარწმუნე, რომ არაფერი მოხდება, თუ ისევ ხელისუფლება არ მოახდენს რაღაც დაპირისპირების ინსცენირებას, თუმცა ეს იქნება მარტივი დასანახი. ხელისუფლევბა აქამდეც ძალადობდა ჩვენზე და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო, მაგრამ ამგავრი მოწოდებები არ დამჭირვებია აქამდე, არც ახლა იქნება საჭირო, თუ არ გააყალბებენ კატასტროფულად. გაყალბების შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დღესასწაულივით დემონტრაციას, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ.

ვიმეორებ, კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს და თუ ამის მცდელობა მაინც იქნება, ის ხელისუფლების მიერ იქნება ინსცენირებული."

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)