"ყველაზე გაჭირვებული პატიმარიც კი თავის ნივთებს ციხეში უტოვებს სხვას" - რას წერს თეა წულუკიანი?
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის საპატიმრო დატოვა საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა დატოვეს
საპატიმროსთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ოკრიბელაშვილმა და მეფარიშვილმა პატიმრობისას შეძენილი ნივთები, მაცივარი და ტელევიზორი, საპატიმროდან უკან წამოიღეს. ამას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. სოციალურ ქსელში ამბავს თეა წულუკიანიც გამოეხმაურა:
"ყველაზე გაჭირვებული პატიმარიც კი თავის ნივთებს ციხეში უტოვებს სხვას. ასეთი იყო ყოველთვის სასჯელის მოხდის ადგილებში სოლიდარობა. ეს რაღაც ახალი ჯიშია" - წერს თეა წულუკიანი.