პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უკვე აშკარად დასცინიან: "წვეულებაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ, სულ ბოლო მაგიდასთან დასვეს და მალე ყველა სტუმარმა მათთან გადაღებული ფოტოები წაშალა"
რამდენიმე დღის წინ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, კრის ჯენერის 70 წლისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ იუბილეს დაესწრნენ. წყვილი ყველა მსოფლიო ტაბლოიდის ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა მომდევნო დღეს იუბილარსა და სხვა სტუმრებს სოციალურ ქსელებიდან ყველა ფოტო წაშლილი ჰქონდათ, რომლებშიც მეგანი და ჰარი ხვდებოდნენ.
რატომ გაქრა ფოტომასალა?სურათები კრის ჯენერის და კიმ კარდაშიანის ექაუნთებიდან გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წვეულებაზე გახსნილად პოზირებდა და არავის ემალებოდა. ვარაუდობენ, რომ ფოტოები ჯენერმა არა საკუთარი ინიციატივით, არამედსასექსის ჰერცოგების თხოვნით წაშალა. ეს მოვლენა სოციალური ქსელი ცხარე განხილვის საგანი გახდა.
შესაძლო მიზეზი №1 — ორსულობის შესახებ ჭორებიზოგიერთი მომხმარებლის აზრით, 44 წლის მეგანს შეიძლება არ მოეწონა ის, რომ Balenciaga-ს კაბაში გამოჩენის შემდეგ მის ორსულობაში დაეჭვდნენ. ეს ვერსია განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში.
შესაძლო მიზეზი №2 — წყვილი გაკიცხეს, რადგან წვეულებაზე ბრიტანეთისთვის მძიმე დღეებში წავიდნენ სხვა მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს არ მოეწონათ, რომ მეგანი და ჰარი წვეულებაზე იმ დღეებში წავიდნენ, როდესაც ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ჰარიმ პიჯაკზე თითქმის სოლიდარობის ნიშნად წითელი ყაყაჩოც მიიმაგრა, მაგრამ ამან ნეგატიური რეაქციისგან ვერ დაიცვა.
ამბობენ, რომ სწორედ ამ საზოგადოების უკმაყოფილების გამო სთხოვა ჰარიმ ჯენერს ფოტოები წაეშალა — რათა სკანდალი არ გაღრმავებულიყო.