"თუკი ვერ შეძლებენ თანხის შეგროვებას, ბექას საავადმყოფოდან გამოუშვებენ, რაც მის ჯანმრთელობას კრიტიკულ ეტაპზე დატოვებს" - ავარიის შედეგად დაშავებულ 29 წლის ბექა ჩოხელს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
29 წლის ბექა ჩოხელს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ავარიის შედეგად ბექას ხერხემლის მალა და ზურგის ტვინი დაუზიანდა, იგი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში გადიოდა რეაბილიტაციას, რამაც უშედეგოდ ჩაიარა, ოჯახის წევრებმა მისი თურქეთში გადაყვანა გადაწყვიტეს, რათა ბექა სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული არ დარჩენილიყო.
"იგი უკვე 1 თვეა, რაც სტამბოლის, ერთ-ერთ კლინიკაში გადის რეაბილიტაციას, აღნიშნულმა გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე, მედიკამენტები და გარკვეული საშუალებები;
ბექა ახალ ოპერაციას საჭიროებს, რომელიც ასევე დიდ თანხებს უკავშირდება, ოჯახმა ყველა სახსრები ამოწურა, თუკი ისინი ვერ შეძლებენ თანხის შეგროვებას, ბექას საავადმყოფოდან გამოუშვებენ, რაც მის ჯანმრთელობას კრიტიკულ ეტაპზე დატოვებს" - წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი - GE16BG0000000607372812
მიმღები: შმაგი ჩოხელი (ძმა)
თიბისი ბანკი GE96TB7624045064300092
მიმღები: ქეთი ჩოხელი (და)
პირადი ნომერი 16001030224