“ლიკა გადარჩა.... არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის, ინტერნეტთან წვდომა არ აქვს" - რას ჰყვება გოგონას ახლობელი, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა
აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა დღეს გამოწერეს კლინიკიდან და ახლა თავის მშობლებთან არის. ორი კვირის შემდეგ ლიკას ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება და ახლა მას ამ ოპერაციისთვის მოამზადებენ.
საზოგადოებას შევახსენებთ, უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.ულამაზესი წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი, ამ ლამაზი დღის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, მაგრამ იმ დღეს მომხდარმა საშინელმა ავარიამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც ირკვევა, ტრაგედიის მეორე დღეს ბაჩო ლასარეიშვილი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მანქანა მას საქორწინოდ ჰქონდა მოწყობილი.
ამ ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან. ამ დრომდე ბაჩოს გლოვობენ, გლოვაა განსაკუთრებით მის მშობლიურ კუთხეში, აბაშაში. 24 ოქტომბრიდან მოყოლებული ყოველდღიურად ტარდებოდა ჯანმრთელობის პარაკლისი იმ ტაძარში, სადაც შეყვარებული წყვილი სულ დადიოდა. ვრცლად