სკანდალური გათავისუფლება: "თაღლითი, რომელზეც Netflix-მა ფილმი გადაიღო, ქართული ციხიდან გამოუშვეს" – ვინ არის "Tinder-ის თაღლითი"
ცნობილი თაღლითი, სიმონ ლევიევი, რომელიც 7 მილიონი ფუნტის თაღლითობის საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქართული ციხიდან გაათავისუფლეს. თაღლითს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ოდიოზური თაღლითი, რომლის ნამდვილი სახელია შიმონ ჰაიუტი, საქართველოში ერთი წლით პირობითი სასჯელის დაკისრების შემდეგ, თავისუფალია.როგორც The Mail წერს, თაღლითს ამჟამად მოხსნილი აქვს როგორც ძებნის ორდერი, ისე მის წინააღმდეგ მიმდინარე ყველა სამართლებრივი წარმოება. დაკავების შემდეგ, ჰაიუტმა ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ ორი თვე გაატარა.

პატიმრობაში ყოფნისას, "Tinder-ის თაღლითი" ამტკიცებდა, რომ "არ ახსოვდა, როგორ მოატყუა ქალები და როგორ მიითვისა მათგან ასობით ათასი დოლარი". ციხის საკნიდან ისრაელელმა თაღლითმა განაცხადა: "ამ ვითარებაში, მე მჯერა, რომ ან ხაფანგს მიგებენ, ან ადგილი აქვს რაღაც გაუგებრობას". გააგრძელეთ კითხვა