სკანდალური გათავისუფლება: "თაღლითი, რომელზეც Netflix-მა ფილმი გადაიღო, ქართული ციხიდან გამოუშვეს" – ვინ არის "Tinder-ის თაღლითი" - კვირის პალიტრა

სკანდალური გათავისუფლება: "თაღლითი, რომელზეც Netflix-მა ფილმი გადაიღო, ქართული ციხიდან გამოუშვეს" – ვინ არის "Tinder-ის თაღლითი"

ცნო­ბი­ლი თაღ­ლი­თი, სი­მონ ლე­ვი­ე­ვი, რო­მე­ლიც 7 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის თაღ­ლი­თო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თაღ­ლითს 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და.

ოდი­ო­ზუ­რი თაღ­ლი­თი, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია ში­მონ ჰა­ი­უ­ტი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლით პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბის შემ­დეგ, თა­ვი­სუ­ფა­ლია.რო­გორც The Mail წერს, თაღ­ლითს ამ­ჟა­მად მოხ­სნი­ლი აქვს რო­გორც ძებ­ნის ორ­დე­რი, ისე მის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ჰა­ი­უტ­მა ქუ­თა­ი­სის №2 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ ორი თვე გა­ა­ტა­რა.

according-media-reports-israeli-shimon-510732370-44506-1763196779.jpg

პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, "Tinder-ის თაღ­ლი­თი" ამ­ტკი­ცებ­და, რომ "არ ახ­სოვ­და, რო­გორ მო­ა­ტყუა ქა­ლე­ბი და რო­გორ მი­ით­ვი­სა მათ­გან ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი". ცი­ხის საკ­ნი­დან ის­რა­ე­ლელ­მა თაღ­ლით­მა გა­ნა­ცხა­და: "ამ ვი­თა­რე­ბა­ში, მე მჯე­რა, რომ ან ხა­ფანგს მი­გე­ბენ, ან ად­გი­ლი აქვს რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას". გააგრძელეთ კითხვა