ნისლი და წვიმა - პუტინის არმია ცუდ ამინდს ფარული იერიშებისთვის წარმატებულად იყენებს...
რუსეთ-უკრაინის ომის აღმოსავლეთ ფრონტზე, პოკროვსკი-მირნოგრადის მონაკვეთზე უკრაინის დამცველების საქმე ისევ არასახარბიელოდ მიდის და ყველა დროს ითვლის თუ როდის დაეცემა პოკროვსკი მირნოგრადთან ერთად, მაგრამ მთავარია,რომ ამ ქალაქების დაკარგვას არ მოჰყვეს იქ უკრაინელი მებრძოლების ალყაში ჩარჩენაც,რისი საფრთხეც ასევე ყოველდღიურად იზრდება...
უფრო მეტიც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიშები განახორციელეს ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვარზე და რამდენიმე უკრაინული სოფელი დაიპყრეს, რაშიც მათ ...ამინდიც გამოადგათ...
რუსმა ოკუპანტებმა კარგად გამოიყენეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ამ დღეებში ჩამომდგარი ძლიერი ნისლი და წვიმიანი ამინდები და უკრაინულ დასახლებულ პუნქტებში მანქანების ძარებსა და მოტოციკლეტებზე ამხედრებულებიც კი შეგრიალდნენ, რასაც მზიან დღეს და თუნდაც ღამის მოწმენდილი ცის პირობებში ვერც კი ბედავდნენ და ფეხით თითო-ოროლა თუ მიიპარებოდა შიშნარევი ნაბიჯებით...
საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის რეალიებმა მოიტანა ბრძოლის ახალი ტაქტიკა, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის სადაზვერვო,ბომბდამშენი და FPV-დრონების ოპერატორებს არც დღისით და არც ღამით არ ეპარებათ არათუ ტანკის, არამედ ველოსიპედის გადაადგილებაც კი, რასაც ამ დრონებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებით, ღამის ხედვის მოწყობილობებითა და თბოვიზორებით ახერხებენ.
მაგრამ, ნისლში დრონების ეს ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობები კარგავენ მაღალი გარჩევადობის უნარს და არათუ მოწინააღმდეგის მებრძოლების აღმოჩენა, არამედ ფრენის განხორცილებაც კი შეუძლებელი ხდება.
ძლიერი წვიმის დროსაც დრონების ფრენები მნიშვნელოვნად იზღუდება, ისევე როგორც ძლიერი ყინვისას- ამ დროს დრონის აკუმულატორები სწრაფად განიმუხტება.
თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისგან განხვავებით, ტაქტიკური დანიშნულების დრონებზე ჯერ ტექნიკურად ვერ ამონტაჟებენ მინი საბორტე რადილოკატორებს, რომლებიც მათ ძლიერ ნისლში უხიფათო ფრენის საშუალებას მისცემდა.
სწორედ ძლიერი ნისლის ფაქტორით ისარგებელეს რუსმა ოკუპანტებმა, როდესაც მათი შეიარაღებული რაზმი,ფანტასტიკური მძაფრსიუჯეტიანი ფილმის „შეშლილი მაქსის“ პერსონაჟების მსგავსად, ასფალტირებული გზით შედის სამხრეთიდან პოკროვსკის ქუჩებში...
ის თუ რატომ არ ჰქონდათ ქალაქის დამცველებს ასფალტირებული გზა ან ჩახერგილი ან კიდევ დანაღმული, სხვა თემაა-ამ ომში უკრაინის არმიას პირადი შემადგენლობა არ ყოფნის, რომ თავდაცვით პოზიციებზე ყველგან განათავსოს!
უფრო სწორედ, წინა ხაზზე არ ჰყოფნის ჯარისკაცები, თორემ ზურგში მათი ზედმეტობაცაა და შესაბამისად უშუალოდ ბრძოლებში ჩართული ძირითადად მაინც ერთი და იგივე კონტინგენტია, რომელთა როტაცია კვირაობით იგვიანებს და ისინიც ბოლოს და ბოლოს...გადაიღალნენ ომით...
უკრაინას არმიას ასე დიდი ომის გაგრძელება, როდესაც ფრონტზე ერთნი იბრძვიან, სხვები ზურგში ფეხს ითრევენ, ხოლო ახალგაზრდა სამოქალაქო პირები საერთოდ ემალებიან გაწვევას, ძალიან გაუჭირდება, თუკი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარდინალურად არ შეცვალა ფრონტის ხაზზე მებრძოლთა დროული როტაციის დღეს არსებული წამგებიანი ტენდეცია...