საბერძნეთში 29 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს - საერთაშორისო ბანდის წევრი ყოფილი პროკურორის სახლსაც ძარცვავდა
ათენის საერთაშორისო აეროპორტში, "ელეფთერიოს ვენიზელოსში" პოლიციამ 29 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. მასზე გაცემული იყო ორდერი ბანდის შექმნისა და ქურდობის განსაკუთრებულ შემთხვევათა ბრალდებით. ახალგაზრდა მამაკაცი ათენში ბუდაპეშტიდან ჩაფრინდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქართველი საერთაშორისო "მობილური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის" წევრი გახლდათ, რომელიც ძარცვებსა და ქურდობებს ცენტრალური ათენის პრესტიჟულ უბნებში - აკროპოლისსა და კოლონაკში - ახორციელებდა.
ყველაზე ხმაურიანი საქმე - ყოფილი პროკურორის გაძარცვა
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 2020 წლის აგვისტოსა და 2022 წლის აგვისტოში, სულ მცირე, სამ ძარცვაში მონაწილეობდა. ამ საქმეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო ყოფილი ანტიკორუფციული პროკურორის, ელენი ტულუპაკის სახლის გაქურდვა. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამივე შემთხვევაში, დაკავებულთან ერთად, კიდევ ორი უცნობი თანამზრახველი მონაწილეობდა. გააგრძელეთ კითხვა