"როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება ? სირცხვილია!" - რას წერს ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება ? სირცხვილია!" - რას წერს ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში

ია ფარულავას ყოფილი ქმარი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში ცნობილი პლასტიკური ქირურგისა და პროფესორის, ციცინო შურღაიას ნათქვამს ეხმაურება:

"რა გამაყიდინა ან რაის ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს ხალხო? გამაგიჟებს ეს ხალხი. პირიქით, ერთი ნაგავი სარდაფი გავყიდე და მოვიშორე იმისათვის, რომ სასტუმროს წილი შემეძინა, სხვათაშორის წარმოუდგენლად იაფად. როგორ შეიძლება ამდენი ტყუილი და ცილისწამება? სირცხვილია !" - წერს სუარი.

ციცინო შურღაიამ თქვა, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს. მან ასევე, მოატყუა მისი ყოფილი ქმარი ტარიელ სუარი და ბინა გააყიდინა.

"ციცინო იასთან გავიცანი, სალამი არ მქონდა დამთავრებული, რომ ეგრევე მკითხა... პირი დამრჩა ღია! ხმა ვერ ამოვიღე! მეგონა, მარტო მე ვიყავი უტაქტო!" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი ციცინო შურღაიაზე?