"კვარა" დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც, თავდასხმაშიც, დანარჩენ გუნდს "ეძინა" - ესპანეთმა საქართველო ანგარიშით 0:4 დაამარცხა - კვირის პალიტრა

"კვარა" დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც, თავდასხმაშიც, დანარჩენ გუნდს "ეძინა" - ესპანეთმა საქართველო ანგარიშით 0:4 დაამარცხა

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მე­ხუ­თე ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ეს­პა­ნეთს უმას­პინ­ძლა და ან­გა­რი­შით 0:4 და­მარ­ცხდა.

ვილი სა­ნი­ოლ­მა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა მო­ე­დან­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, გოგ­ლი­ჩი­ძე, მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ტა­ბა­ტა­ძე, და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რა­ცხე­ლია, ზივ­ზი­ვა­ძე.

გუნდს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ უკა­პიტ­ნა.

screenshot-2025-11-15-231944-1763234467.png

მატ­ჩის და­სა­წყი­სი­დან­ვე მე­ტო­ქემ ხელთ იგდო უპი­რა­ტე­სო­ბა. რო­გორც პირ­ველ მატჩში, ამ­ჯე­რა­დაც ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი გვი­ტევ­და, რაც მე-11 წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კარ­ში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნის და­ნიშ­ვნით დას­რულ­და. მა­ნამ­დე მსაჯს მო­უ­წია ვარ­ზე გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ჩვე­ნი ერთ-ერთი მცვე­ლის სა­ჯა­რი­მო­ში ხე­ლით თა­მა­ში. მა­მარ­დაშ­ვი­ლის კარ­ში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მი­კელ ოი­არ­სა­ბალ­მა გა­ი­ტა­ნა. 22-ე წუთ­ზე კი ჩვე­ნი მცვე­ლე­ბის ყოვ­ლად უსუ­სუ­რი თა­მა­შის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კარ­ში მე­ო­რე ბურ­თი მარ­ტინ ზუ­ბი­მენ­დიმ გა­ი­ტა­ნა. გააგრძელეთ კითხვა