"საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა" - რა თქვა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა?
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში, ესპანეთის ნაკრებმა თბილისში საქართველოს ეროვნული გუნდი 4:0 დაამარცხა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე კომენტარი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ გააკეთა:
"არ ვეთანხმები, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი იყო. ქართველებს კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ესპანეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც წარმატებისთვის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა. წყარო
საქართველოს ნაკრებს კარგი მომავალი გააჩნია, გუნდს შესაბამისი ბაზაც აქვს, ოღონდ ყველამ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, ეს უმთავრესია", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.