"არ მგონია, სხვა რომ მოვიდეს, ჩემზე სწრაფად მოახერხოს ცვლილებების განხორციელება. ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე ვცდილობ" - ვილი სანიოლის შეფასებები ესპანელებთან მარცხის შემდეგ - კვირის პალიტრა

"არ მგონია, სხვა რომ მოვიდეს, ჩემზე სწრაფად მოახერხოს ცვლილებების განხორციელება. ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე ვცდილობ" - ვილი სანიოლის შეფასებები ესპანელებთან მარცხის შემდეგ

ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის (0:4) მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ დაცვაში ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ოქტომბერთან შედარებით, წინა ხაზებში გუნდი უფრო აქტიური იყო, მეტად აგრესიულები ვიყავით, პერიოდულად ბურთსაც ვაკონტროლებდით და მომენტებსაც ვქმნიდით. ფაქტია, ასეთ მეტოქესთან დაცვაში მეტი აგრესიაა საჭირო.

რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარი რესურსი ამოწურა და ცვლილებები საჭიროა. პირველ რიგში, დაცვის ხაზს ეხება. არ მგონია, სხვა რომ მოვიდეს, ჩემზე სწრაფად მოახერხოს ამ ცვლილებების განხორციელება. მე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე ვცდილობ. დაცვაში ცვლილებები ბევრად რთულია, პირველ შედეგებს მარტში დავინახავთ, სექტემბერში კი მკვეთრად განსხვავებული ნაკრები გვეყოლება.

ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას შევხედავთ და ცვლილებები ამის მიხედვითაც იქნება. ცოტა ხნის წინ ილია ბერიაშვილს დავუკავშირდით და ის ბულგარეთში შემოგვიერთდება", - განაცხადა სანიოლმა.

წყარო