„დოკუმენტების საცავი“ - სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის - კვირის პალიტრა

„დოკუმენტების საცავი“ - სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის

თითოეული ჩვენგანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია ათასგვარი დოკუმენტები თუ საბუთები - პირადი, ფინანსური, ტექნიკური თუ სამედიცინო. გარდა ამისა, წერილები, ფოტოები თუ ნახატები, რომლებიც ჩვენი ბავშვობისა თუ ოჯახის ყველაზე თბილ მოგონებებს უკავშირდება და გვიყვარს.

წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იმდენი გროვდება, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგი იკარგება, ნაწილს გაჭირვებით ვპოულობთ, ზოგის არსებობის შესახებ კი საერთოდ აღარ გვახსოვს.

სწორედ ამიტომ სპეციალურად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის შეიქმნა უნიკალური - "დოკუმენტების საცავი".

რის შენახვას შეძლებთ "დოკუმენტების საცავში"?

"საცავი" თქვენი და/ან თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან, მრავალფეროვან დოკუმენტებს ერთად და საიმედოდ შეინახავს.

ისეთებს, როგორიც, მაგალითად, არის:

დაბადების მოწმობა, სხვა მოწმობები, სერტიფიკატი, დიპლომი, რაიმეს გარანტია, ანალიზის პასუხები და სხვ. ასევე, ოჯახის გენეალოგია, ფოტო, თქვენი წერილი შთამომავლებს, რომელიც თქვენ მიერ მითითებულ დროს უნდა გახსნას და წაიკითხოს მითითებულმა ადამიანმა, ან ადამიანებმა.

საცავი” დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც საიმედოდ გაძლებს მრავალათეულ და ასეულ წელსაც კი.

სად და როგორ შევიძინოთ "დოკუმენტების საცავი"?

"დოკუმენტების საცავის" შეძენა მხოლოდ 10 ლარად შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ - "ბიბლუსის" ვებგვერდიდან - www.biblusi.ge

ნუ მისცემთ უფლებას დროს, წაშალოს თქვენი ისტორია. შეინახეთ ყველაფერი მნიშვნელოვანი ერთად, საიმედოდ და ხარისხიანად.