"სცენაზე შვილის გარეშე გამოსვლა აღარ სურს" - რუსული მედია სოსო პავლიაშვილის კარიერის დასრულებაზე წერს: რა წერია მომღერლის ანდერძში
ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის ირგვლივ მოვლენები უცნაურად ვითარდება. რუსული მედიის ცნობით, მომღერალმა გადაწყვიტა, რომ კორპორაციულ ღონისძიებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმღერებს, თუ სცენაზე მასთან ერთად მისი უფროსი ვაჟი, ლევანიც იქნება.
ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს მომღერლის კარიერის დასასრულია…
უცნაური პირობა, შთამბეჭდავი ჰონორარი, მაგრამ მხოლოდ დუეტი, სოლო - არა
კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზატორები გაკვირვებულები არიან: სოსო პავლიაშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს სოლო გამოსვლებზე. ის მზად არის შეასრულოს სულ 1-2 სიმღერა მარტომ, მაგრამ დანარჩენი დრო სურს, რომ სცენაზე შვილთან, ლევანთან იდგეს და მასთან დუეტში იმღეროს. გააგრძელეთ