"ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ ხოლმე... საქართველოს დათვალიერება მინდოდა, თუმცა..." - რას ამბობს "Tinder-ის თაღლითი", რომელიც ქართული ციხიდან გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"ათიათასობით დოლარს მე უბრალოდ ერთ უქმეებზე ვხარჯავ ხოლმე... საქართველოს დათვალიერება მინდოდა, თუმცა..." - რას ამბობს "Tinder-ის თაღლითი", რომელიც ქართული ციხიდან გაათავისუფლეს

ცნო­ბი­ლი თაღ­ლი­თი, სა­ი­მონ ლე­ვი­ე­ვი, რო­მე­ლიც 7 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის თაღ­ლი­თო­ბის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­და, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თაღ­ლითს 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ი­მონ­მა პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "რუს­თა­ვი 2"-თან.

"მე არც ერთ ქვე­ყა­ნას­თან პრობ­ლე­მა არ მქო­ნია, მე უბ­რა­ლოდ ჩა­მოვფრინ­დი და და­მა­კა­ვეს, ჩემ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო გას­წი­ეს. ვი­ცო­დი, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გა­რეთ ვიქ­ნე­ბო­დი, ეს უბ­რა­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი იყო. ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს რომ "ნე­ტფ­ლიქსმა" უბ­რა­ლოდ შოუ შექ­მნა. ეს უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბის მიზ­ნით გა­ა­კე­თეს, არც ერთი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ ფილმშია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა (გუ­ლის­ხმობს "ნე­ტფ­ლიქ­სის" მიერ მის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ფილ­მს) ყვე­ლას შე­უძ­ლია თქვას ის, რა­საც მო­ი­სურ­ვებს. თან­ხა, რომ­ლის მით­ვი­სე­ბა­შიც მდე­ბენ ბრალს ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ჩემ­თვის არა­ფე­რია, ათი­ა­თა­სო­ბით დო­ლარს მე უბ­რა­ლოდ ერთ უქ­მე­ებ­ზე ვხარ­ჯავ ხოლ­მე.

ჩემი სა­ხე­ლი? - მე უბ­რა­ლოდ სა­ი­მონ ლე­ვი­ე­ვი მქვია. ეს სა­ხე­ლი 2017 წლის 23 აპ­რილს შე­ვიც­ვა­ლე და მას შემ­დეგ სა­ი­მონ ლე­ვი­ე­ვი მქვია. ეს არის ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი და ეს სა­ხე­ლი წე­რია პას­პორ­ტში, რომ­ლი­თაც და­მა­კა­ვეს. ეს ჩემი კი­დევ ერთი მო­გე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოა. რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ე­ბი წერ­დნენ, რომ ათი წელი მე­მუქ­რე­ბო­და, მე ზუს­ტად ათი კვი­რა გა­ვა­ტა­რე ცი­ხე­ში. გააგრძელეთ